Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გამოაქვეყნა წლიური ანგარიში მსოფლიოში ტრეფიკინგის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანების ტრეფიკინგის შესახებ. სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ტრეფიკინგის კუთხით ქვეყნებში არსებული ვითარება შეფასებულია ობიექტური კრიტერიუმებით და არა პოლიტიკური გემოვნებით. „როცა ადამიანების ტრეფიკინგზე ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ მონობაზე, თანამედროვე მონობაზე, რომელსაც დღეს 20 მილიონზე მეტი მსხვერპლი ჰყავს“ - განაცხადა ჯონ კერიმ ვაშინგტონში, მსოფლიოში ტრეფიკინგის შესახებ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციისას. საქართველოს შესახებ ნათქვამია, რომ ქვეყანა რჩება ქალებისა და გოგონების სექსუალური ექსპლუატაციისათვის და მამაკაცების, ქალებისა და ბაშვების შრომითი ექსპლუატაციისათვის ტრეფიკინგის წყაროდ, სატრანზიტო და დანიშნულების ქვეყნად. ანგარიშში აღნიშნავენ, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს საქართველოში ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს , მაგრამ მას მართებს გაააქტიუროს ძალისხმევა ტრეფიკინგის მსხვერპლის იდენტიფიცირების, ტრეფიკინგში ეჭვმიტანილების მართლმსაჯულებისათვის გადაცემის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.

XS
SM
MD
LG