Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცირა ელისაშვილი და სულხან სალაძე "პანორამა თბილისზე"


ცირა ელისაშვილი და სულხან სალაძე "პანორამა თბილისზე"
please wait

No media source currently available

0:00 0:41:44 0:00

1 ივლისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ ურბანისტი, „ტფილისის ჰამქრის“ წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი და „ახალგაზრა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი სულხან სალაძე. მათ ილაპარაკეს პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობისთვის გაცემული ნებართვების კანონიერებაზე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ეკონომიკის სამინისტროს ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა "პანორამა თბილისის" ფარგლებში მშენებლოსბისთვის გაცემული ორი ნებართვის გაბათილების მოთხოვნით, ვინაიდან სულხან სალაძის თქმით, დოკუმენტები, რომლების შეგროვებასაც ორგანიაზაციამ 4 თვე მოანდობა, ადასტურებს, რომ ორი მშენებლობა უკანონოა. მათ შორის უკანონოა „სოლოლაკის მაღლობისა“ და „სოლოლაკის ბაღების“ მშენებლობა, რადგან, ისინი ხვდება ისტორიული დანდშაფტის დაცვის ზონაში. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის სამინისტროსგან სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი ნაკლებ აქვს, ცირა ელისაშვილი ფიქრობს, რომ სამოქალაქო სექტორისთვის ეს იურიდიული საფუძველი, რომელიც დოკუმენტების გამოთხოვნით გაჩნდა, სერიოზული დასაყრდენი იქნება.

XS
SM
MD
LG