Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

6 ივლისს საქართველოს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი


6 ივლისს საქართველოს ეწვევა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი - ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ. მისი ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან გამართავს მოლაპარაკებას საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის აშშ-ის მიერ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მხარდაჭერასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების აუცილებლობაზე. ჯონ კირბის ცნობითვე, სახელმწიფო მდივანი თანათავმჯდომარეობას გაუწევს აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომას. თბილისში ვიზიტისას ჯონ კერი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.

XS
SM
MD
LG