Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს თბილისში შეხვდა ქართველ კოლეგას


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ვარაუდობს, რომ საქართველოსთვის სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე მივა სექტემბრის მეორე ნახევრისთვის. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვას, მოესწრება თუ არა სავიზო ლიბერალიზაციის დასრულება საქართველოში 8 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე, შტაინმაიერმა უპასუხა, რომ გერმანიაც და ევროკავშირიც ყველაფერს აკეთებენ, თუმცა, საკითხი არ არის მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი და დამოკიდებულია ევროპარლამეტში ფორმალურ პროცედურებზე, რისთვისაც კარგი საფუძველი არსებობს. „ვფიქრობ, ევროპარლამენტში საკომიტეტო მოსმენები და კონსულტაციები ივლისის ბოლოს დასრულდება და ალბათ, სექტემბრის მეორე ნახევარში მოვალთ საბოლო, ლოგიკურ შედეგამდე“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა. ის დღეს თბილისში შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც.

XS
SM
MD
LG