Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინფორმატორი რუსი სპორტსმენი, შესაძლოა, ოლიმპიადაზე დაუშვან


მსოფლიო სადოპინგო სააგენტოს ინფორმატორს, რუს მორბენალ იულია სტეპანოვას უფლება მიეცა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში, როგორც ნეიტრალურ სპორტსმენს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მძლეოსნობის ფედერაციის დოპინგის საერთაშორისო ასოციაციის საბჭომ მიიღო. სტეპანოვა 2013 წელს ორი წლით იქნა დისკვალიფიცირებული დოპინგის მიღებისათვის. სპორტსმენმა და მისმა მეუღლემ ვიტალი სტეპანოვმა ტელეარხ „არდ“-ს მიაწოდებს ინფორმაცია რუსი მძლეოსნების მიერ დოპინგის მიღების თაობაზე. ფილმის გამოსვლის შემდეგ, სტეპანოვებმა დატოვეს რუსეთი და თავშესაფარი კანადას სთხოვეს. წყვილი ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. ივნისის დასაწყისში სპორტსმენმა ქალმა 2016 წლის ზაფხულის რიო-დე- ჟანეიროს ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. იგი მონაწილეობას ასპარეზობაში თეთრი დროშით მიიღებს.

XS
SM
MD
LG