Accessibility links

logo-print

რუსეთი მხარს უჭერს გიგი წერეთლის კანდიდატურას


რუსეთი მხარს დაუჭერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურას. ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფმა რუსმა დეპუტატმა ნიკოლაი კოვალიოვმა ჟურნალისტებს, საპარლამენტო ასამბლეის სესიის დაწყებამდე განუცხადა. „ვფიქრობთ, რომ გიგი წერეთელი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე ღირსეულ ადგილს დაიკავებს“, - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო დუმის წევრმა, რომლის სიტყვებიც მოჰყავს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“. ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის კანდიდატურას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელის პოსტზე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს. მმართველი პოლიტიკური ძალა“ ქართული ოცნება“ მხარს არ უჭერს გიგი წერეთლის კანდიდატურას, განსხვავებულია საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის, პოზიცია, რომელიც მან ორიოდე დღის წინ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში ჩართულ დელეგაციებს სპეციალური წერილით განუმარტა და გიგი წერეთლის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

XS
SM
MD
LG