Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პრეზიდენტი ევროკავშირისა და ნატოს თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების მომხრეა


ბრიტანეთში ევროკავშირიდან გასვლის თაობაზე ჩატარებული რეფერენდუმის კვალობაზე, ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილოშ ზემანი გამოვიდა მოწოდებით, რომ ჩეხეთშიც ჩატარდეს რეფერენდუმი ევროკავშირისა და ნატოს წევრობის თაობაზე. კონსტიტუციის თანახმად ზემანს არ აქვს უფლება მოითხოვოს რეფერენდუმის ჩატარება, თუმცა, ფაქტია, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში ბევრი ამომრჩეველი სკეპტიკურად არის განწყობილი ევროკავშირის მიმართ, რომელსაც ჩეხეთი 2004 წელს შეუერთდა. „არ ვეთანხმები მათ, ვინც ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლას ემხრობა, მაგრამ გავაკეთებ ყველაფერს, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა რეფერენდუმზე გამოხატონ თავიანთი მოსაზრება“, - განაცხადა მილოშ ზემანმა 30 ივნისს ჩეხეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ველკე მეზირიჩიში მოქალაქეებთან შეხვედრის დროს. თავად ჩეხეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ემხრობა ქვეყნის ყოფნას როგორც ევროკავშირში, ისე ნატოში.

XS
SM
MD
LG