Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა გაახანგრძლივა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები


ევროკავშირმა ოფიციალურად გამოაცხადა რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გახანგრძლივება ნახევარი წლით, 2017 წლის 31 იანვრამდე. გადაწყვეტილება რუსეთის მიმართ ეკონომიკურ სანქციების გახანგრძლივებაზე 28-29 ივნისის ევროკავშირის სამიტზე მიიღეს მას შემდეგ, რაც ელჩების დონეზე ვერ მოხდა შეთანხმების მიღება იტალიის წინააღმდეგობის გამო. ევროკავშირმა და დასავლეთის რიგმა სახელმწიფოებმა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძრვანელობას და ბიზნეს სექტორს სანქციები დაუწესეს 2014 წლის ივლისში, კრემლის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მხარდაჭერის გამო.

XS
SM
MD
LG