Accessibility links

logo-print

ყირგიზეთი: სტამბოლში თავდამსხმელთაგან ორს რუსეთის პასპორტი ჰქონდა


ყირგიზეთის მთავრობის განცხადებით, სტამბოლის აეროპორტზე თავდამსხმელთაგან ორს რუსეთის პასპორტი ჰქონდა. ამ განცხადების ფონია გავრცელებული ცნობები, რომ ერთ-ერთი მოიერიშე ყირგიზეთის მოქალაქე იყო. ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 1 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ორი თავდამსხმელის სახელები იყო რაკიმ ბულგაროვი და ვადიმ ოსმანოვი. მესამე თავდამსხმელის სახელს და მოქალაქეობას ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ. მანამდე თურქეთის მედია ანონიმურად დატოვებულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თავდამსხმელები იყვნენ ყირგიზეთიდან, უზბეკეთიდან და რუსეთიდან. 28 ივნისს ათათურქის სახელობის აეროპორტზე თავდასხმას ემსხვერპლა სულ მცირე 43 ადამიანი, დაიჭრა 200-ზე მეტი.

XS
SM
MD
LG