Accessibility links

logo-print

საქართველოს ლიდერები ეუთოს ტრანსფორმაციის საჭიროებაზე საუბრობენ


თბილისი პირველად მასპინძლობს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიას. გახსნით სხდომაზე საქართველოს წარმომადგენლებმა ეუთოს „გარდაქმნის“ საჭიროებაზე ისაუბრეს, უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების ფონზე. პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ეუთოს გადაწყვეტილების მიღების მექანიზმი არასრულყოფილია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა, ეუთო უფრო ეფექტური გახდეს უსაფრთხოების საფრთხეებთან გასამკლავებლად. სესიის ფარგლებში იმართება დისკუსიები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, უკარაინის საკითხზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, დევნილთა უფლებებსა და კლიმატის ცვლილებაზე. ასამბლეის დელეგატები ასევე იმსჯელებენ მიგრაციის საკითხზე და უკრაინაში საერთაშორისო სამშვიდობო მისიის გაგზავნის მიზანშეწონილობაზე. სულ დელეგატები განიხილავენ 30-მდე რეზოლუციის პროექტებს. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელიც ხუთ დღეს გასტანს, დასრულდება პრეზიდენტის არჩევით.

XS
SM
MD
LG