Accessibility links

logo-print

აშშ: მოსულში „ისლამური სახელმწიფოს“ ორი სამხედრო ლიდერი იქნა მოკლული


პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის საჰაერო იერიშის შედეგად მოსულში დაიხოცნენ ექსტრემისტული ჯგუფის, „ისლამური სახელმწიფოს“ ომის მინისტრის მოადგილე და სამხედრო მეთაური. პენტაგონის პრესმდივნის, პიტერ კუკის განცხადებით, მათმა სიკვდილმა, ისევე როგორც ამ ჯგუფის სხვა ლიდერებზე გასულ თვეში მიტანილმა იერიშებმა, მნიშვნელოვნად დაასუსტა ჯგუფის ხელმძღვანელობა მოსულში. გასულ თვეში ერაყის სამხედროებმა, აშშ-ის მხარდაჭერით განხორციელებულ შეტევაში, გამარჯვება მოიპოვეს „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებზე ფალუჯაში. შემდეგი შეტევის მიზანი მოსულზე კონტროლის აღდგენა უნდა იყოს. კუკის თქმით, ექსტრემისტული ჯგუფის ლიდერების განადგურება ერაყის ძალებისთვის ხელსაყრელი გარემოება იქნება ამ მიზნისკენ სვლაში.

XS
SM
MD
LG