Accessibility links

logo-print

ჩეხეთის მთავრობამ უარყო პრეზიდენტის მოწოდება რეფერენდუმის თაობაზე


ჩეხეთის მთავრობამ უარყო პრეზიდენტ მილოშ ზემანის მოწოდება ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართოს რეფერენდუმი ევროკავშირის და ნატოს წევრობის თაობაზე, ევროკავშირის დატოვების შესახებ ბრიტანეთის გადაწყვეტილების ფონზე. „ამ ორგანიზაციების წევრობა სტაბილურობის და უსაფრთხოების გარანტიააო“, ამბობს პრემიერ-მინისტრ ბოჰუსლავ სობოტკას ოფისი 1 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში. თავად პრეზიდენტს რეფერენდუმის გამოცხადების უფლებამოსილება არ აქვს, თუმცა ზემანი გავლენიანი ლიდერია ქვეყანაში, რომელშიც ბევრი მოქალაქე სკეპტიკურად ეკიდება ევროკავშირს - ბლოკს, რომელშიც ჩეხეთი 2004 წელს გაწევრიანდა. თავად ზემანი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერდა ჩეხეთის რესპუბლიკის დარჩენას ორივე ორგანიზაციაში. „არ ვეთანხმები მათ, ვინც ევროკავშირიდან გასვლას უჭერს მხარსო“ – 30 ივნისს მისი ეს სიტყვები გაავრცელა ერთ-ერთმა ადგილობრივმა რადიოსადგურმა.

XS
SM
MD
LG