Accessibility links

87 წლის ასაკში გარდაიცვალა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ელი ვიზელი


87 წლის ასაკში გარდაიცვალა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ელი ვიზელი. ამ ცნობას ისრაელის ჰოლოკოსტის მემორიალი, „იად ვაშემი“ ავრცელებს. ვიზელი 1928 წელს დაიბადა რუმინეთში. იყო ავტორი მრავალი ტექსტისა ნაცისტების საკონცენტრაციო ბანაკებში მიღებული გამოცდილების შესახებ. მისი წიგნი „ღამე“, რომელიც ითვლება ჰოლოკოსტის საზარელი რეალობის აღმწერ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტად, ეყრდნობა მისი პატიმრობის პერიოდს ოსვენციმის, ბუხენვალდის და სხვა საკონცენტრაციო ბანაკებში. ვიზელის დედა და და ოსვენციმში დაიღუპნენ. ნობელის პრემია ვიზელს 1996 წელს მიენიჭა - ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მას უწოდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სულიერი ლიდერი ეპოქაში, რომელშიც მსოფლიოს კვლავ ახასიათებს „ძალადობა, რეპრესია და რასიზმი“.

XS
SM
MD
LG