Accessibility links

logo-print

ერაყში აფეთქებებს დიდი მსხვერპლი მოჰყვა


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე 75 ადამიანი დაიღუპა ბაღდადის ცენტრში, „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების მიერ დანაღმული მანქანების აფეთქების შედეგად. მსხვერპლის რაოდენობა დაადასტურეს პოლიციის და საავადმყოფოების წარმომადგენლებმა. ინტერნეტით გავრცელებულ განცხადებაში თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა „ისლამურმა სახელმწიფომ“. განცხადების ავთენტურობის შემოწმება ვერ ხერხდება. აფეთქება მოხდა მაშინ, როცა ოჯახები და ახალგაზრდები კარადის უბანში იყვნენ გასული, რამადანის მარხვის დასრულების შემდეგ. მეორე აფეთქებას ბაღდადის აღმოსავლეთში 3 ივლისს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და დაიჭრა 16. თავდასხმების ფონია ერაყის ძალების მიერ ფალუჯაზე კონტროლის დაბრუნება „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებისგან.

XS
SM
MD
LG