Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოიბლე: დადგა დრო დავფიქრდეთ ევროკავშირის კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციის მიზანშეწონილობაზე


გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ვოლფგანგ შოიბლე აცხადებს, რომ ევროკავშირი უნდა დაფიქრდეს რამდენად მიზანშეწონილია წევრი ქვეყნების კიდევ უფრო ინტენსიური ინტეგრაცია, იმ ფონზე, როცა ბრიტანეთმა რეფერენდუმით ბლოკის დატოვება გადაწყვიტა. „პრინციპში, მე უფრო ღრმა ინტეგრაციას ვუჭერ მხარსო“, განაცხადა მან ბერლინში 3 ივლისს და დასძინა - „მაგრამ ახლა არ არის საამისო დროო“. შოიბლეს თქმით, „მზარდი დემაგოგიის და ღრმა ევროსკეპტიციზმის ფონზე, ევროპა უწინდელივით ვერ გააგრძელებს მოქმედებას“. შოიბლეს განცხადებების ფონია ევროკავშირის რამდენიმე მაღალი რანგის ლიდერის მოწოდება ევროკავშირში ინტეგრაციული პროცესების გაღრმავების შესახებ, ბრიტანეთში 23 ივნისს გამართული რეფერენდუმის პასუხად, რომელზეც ბლოკის დატოვება გადაწყდა.

XS
SM
MD
LG