Accessibility links

საქართველოში დაბრუნდა ლევან ვარშალომიძე


საქართველოში დაბრუნდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე. მისი აჭარაში ჩასვლის ამსახველი კადრები „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა. ვარშალომიძე იქნება პირველი ნომერი ნაციონალური მოძრაობის სიაში აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, რომელიც 8 ოქტომბერს გაიმართება. ვარშალომიძის განცხადებით, ის დღეიდან უკვე იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას. ლევან ვარშალომიძე უკრაინაში ცხოვრობდა ბოლო პერიოდში. საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ მან „რუსთავი 2“-თან მიცემულ ინტერვიუში, 26 მაისს განაცხადა.

XS
SM
MD
LG