Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აპროტესტებს ოლიმპიურ თამაშებზე მისი სპორტსმენების არდაშვებას


რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი აცხადებს, რომ ოფიციალურად გააპროტესტა დოპინგის გამო მისი გუნდის არდაშვება ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც მომავალ თვეში რიო დე ჟანეიროში უნდა გაიმართოს. კომიტეტის პრესმდივანმა, კონსტანტინ ვიბორნოვმა სააგენტო „ასოშიეიტედ პრესს“ 3 ივლისს უთხრა, რომ საჩივარი შეტანილია სპორტის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში და მოსმენა 19 ივლისს გაიმართება. რუსეთს ნოემბერში შეუჩერდა მონაწილეობის უფლება, მას შემდეგ, რაც დოპინგის საწინააღმდეგო საერთაშორისო სააგენტომ აღწერა ფართოდ გავრცელებული, სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი დოპინგის პრაქტიკა რუსეთში სპორტსმენებს შორის. აკრძალვას გასულ თვეში გაუხანგრძლივდა ვადა.

XS
SM
MD
LG