Accessibility links

დავით უსუფაშვილმა საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს "უპრეცედენტოდ მკაფიო" დოკუმენტი უწოდა


საქართველოს მიერ ინიცირებულ რეზოლუციის პროექტს უპრეცედენტოდ მკაფიო დოკუმენტი უწოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკის და უსაფრთხოების საკითხთა გენერალური კომიტეტის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს აცნობა, რომ ყველამ ერთხმად გადაწყვიტა, მხარი დაეჭირა ამ დოკუმენტისთვის, გარდა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებისა. „ჩვენ ეს არ გაგვკვირვებია, იმიტომ, რომ ამ დოკუმენტით მსოფლიოს 56 ქვეყანა ეუბნება ერთ ქვეყანას დაიცვას სტანდარტები“ - განაცხადა უსუფაშვილმა. მისივე თქმით, საერთაშორისო ასპარეზზე მსგავსი რეზოლუციებით იქმნება რეალობა, რომელიც საქართველოს სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.

XS
SM
MD
LG