Accessibility links

logo-print

საუდის არაბეთში აშშ-ის საკონსულოსთან თვითმკვლელმა თავი აიფეთქა


თვითმკვლელმა თავი აიფეთქა აშშ-ის საკონსულოსთან, საუდის არაბეთში, ქალაქ ჯიდაში. ინციდენტის შედეგად მხოლოდ ტერორისტი დაიღუპა. დაშავებულია საუდის არაბეთის ორ პოლიციელი. ადგილობრივი ტელეარხის თანახმად, თავდამსხმელმა მანქანა გააჩერა საკონსულოს წინ მდებარე საავადმყოფოსთან დილით ადრე და აფეთქება მოაწყო იმ წამს, როცა ორი პოლიციელმა ჩაუარა მანქანას, რის შედეგადაც თვითონ მოკვდა, ხოლო პოლიციელები მსუბუქად დაშავდნენ. საკონსულოს ცნობით, მისი თანამშრომლები უვნებები არიან.

XS
SM
MD
LG