Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის კოსმოსური ხომალდი იუპიტერის ორბიტაზე გასვლას გეგმავს


ნასას გეგმით, რომ აშშ-ის კოსმოსური ხომალდი პლანეტა იუპიტერს მიაღწევს 4 ივლისის და მის ორბიტაზე გავა. ხუთწლიანი ფრენის შემდეგ ხომალდი -„ჯუნო“ 37-ჯერ შემოუვლი იუპიტერს მომავალი 20 თვის განმავლობაში. მისიის მიზანია,მზის სისტემის ფორმირების შესწავლაა.იუპიტერი მიიჩნევა მზის სისტემის პირველ პლანეტად, რომელიც ჩამოყალიბდა და შეიძლება ჯერ კიდევ შეიცავდეს გაზს და მზის შექნის პერიოდის სხვა მასალას . „ჯუნო“ შეაგროვებს ინფორმაციას გოლიათი პლანეტის მაგნიტური და გრავიტაციული ველების შესახებ. „ჯუნოს„ მისია მილიარდ ასი მილიონი დოლარი დაჯდა. ხომალდმა ორი მილიარდ რვაასი მილიონი კილომეტრი დაფარა იუპიტერის ორბიტამდე მისაღწევად. „ჯუნო“ დაახლოებით ხუთი ათასი კილომეტრით იქნება დაშორებული იუპიტერის ღრუბლების ზედა ზღვარს. რადიოსიგნალს 50 წუთი სჭირდება იუპიტერიდან დედამიწამდე მოსაღწევად.

XS
SM
MD
LG