Accessibility links

logo-print

თურქეთი რუსეთთან ითანამშრომლებს ისლამურ სახელმწიფოსთან წინააღმდეგ ბრძოლაში


თურქეთი გამოვიდა წინადადებით, ითანამშრომლოს რუსეთთან ექსტრემისტულ გაერთიანება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშღოლუმ განაცხადა, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც „დაეშს“ ებრძვისო, მან არაბული აკრონიმი გამოიყენა, ექსტრემისტულ დაჯგუფების აღსანიშნავად. ეს განცხადება ზოგიერთმა მედია საშუალებამ ისე გაიგო, თითქოს თურქეთის რუსეთს თავის სამხედრო აეროპორტს ინჩირლიკს უთმობდა. მაგრამ ჩავუშოღლუმ დასძინა,რომ ასეთი რამ მას არ უთქვამს. ინჩირლიკის ავიაბაზას აშშ-ის, გერმანიის, ბრიტანეთის, სადის არაბეთის და ყატარის სამხედროები იყენებენ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად. სამხედრო ბაზა თურქეთის ქალაქ ადანის მახლობლად, სირიის საზღვრიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.

XS
SM
MD
LG