Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარე გადადგა თანამდებობიდან


ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის მთავარი მომხრემ, ნაიჯელ ფარაჟმა გამოაცხადა თავისი გადგომის შესახებ გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის თავმჯდომარის თანამდებობიდან. ფარაჟის თქმით, მისი პარტიის მიზანი მიღწეულია. 4 ივლისს ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ფარაჟმა განაცხადა, რომ რეფერენდუმში გამოსვლის მომხრეთა გამარჯვება იმას ნიშნავს, რომ ჩემი პოლიტიკური ამბიცია დაკმაყოფილებულია. ფარაჟი, მისი თქმით, ახლა აპირებს „ქორივით“ გაუწიოს მეთვალყურეობა ევროკავშირთან მომავალ მოლაპარაკებებს. ის ევროპის პარლამენტის დეპუტატის მანდატს ინარჩუნებს. ფარაჟის გადაწყვეტილება, გადამდგარიყო, მოჰყვა ბრექსიდის სხვა თავგამოდებული მომხრის, ლონდონის ყოფილი მერის, ბორის ჯონსონის უარს, გაეგრძელებინა ბრძოლა პრემიერობისთვის.

XS
SM
MD
LG