Accessibility links

logo-print

ნატოსა და რუსეთს შორის შეხვედრა ვარშავის სამიტის შემდეგ გაიმართება


ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი ოფიციალურ მოლაპარაკებას რუსეთთან აპირებს მალევე ვარშავის სამიტის დასრულების შემდეგ. მოელიან, რომ ვარშავის სამიტი რუსეთთან დაძაბულობას გააღრმავებს. რუსეთ-ნატოს საბჭოს ბოლო შეხვედრა აპრილში გაიმართა და დასრულდა უკრაინის გამო ღრმა უთანხმოებით.სტოლტენბერგის თქმით, ნატო-რუსეთის შეხვედრა ვარშავის სამიტამდე არ მოეხერხა, არა და ნატოს სურვილი იყო, ასეთი საუბარი შემდგარიყო. სტოლტენბერგის შეფასებით, ნატო-რუსეთის საბჭოს შეუძლია დიალოგის ფორუმის როლის შესრულება და ამასთან, მისი საშულებით შეიძლება პროგნოზების გაკეთება. სხვა საკითხებთან ერთად, როგორიცაა საქართველოს და ნატოს ურთიერთობა, ალიანსის სამიტმა უნდა განიხილოს ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ათას კაციანი ბატალიონის განთავსება, რაც რუსეთის საზღვრებთან მიაახლოებს ნატოს.

XS
SM
MD
LG