Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა ცნობილი ირანელი კინორეჟისორი აბას ქიაროსთამი


76 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ირანელი კინორეჟისორი, აბას ქიაროსთამი, რომლის ფილმმა "ალუბლის გემო" 1997 წელს კანის ფესტივალზე მთავარი ჯილდი მოიპოვა. ირანის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ის პარიზში გარდაიცვალა, სადაც კიბოს დაავადებას მკურნალობდა. თეირანში დაბადებული ქიაროსთამი ირანში დარჩა 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, თუმცა ბოლო ორი ფილმი ევროპაში გადაიღო. ქიაროსთამი, რომელსაც 40-ზე მეტი ფილმი, მათ შორის დოკუმენტური სურათები ჰქონდა გადაღებული, იყო ერთადერთი ირანელი რეჟისორი, რომელმაც "ოქროს პალმა" მოიპოვა კანის ფესტივალზე. ქიაროსთამის სიკვდილს მსოფლიოს მედია გამოეხმაურა. ნიუ-იორკის კინოჟურნალის, "ფილმ სტეიჯის" თანახმად, "მსოფლიომ შესაძლოა ყველაზე დიდი კინორეჟისორი დაკარგა". ბრიტანული "გარდიანის" კინოკრიტიკოსი, პიტერ ბრედშოუ მას "კინოპოეზიის ოსტატს" უწოდებს და ამბობს, რომ თავისი რეალისტურ-იგავური კინოთი - რომელიც, ერთი შეხედვით, სიმარტივის შთაბეჭდილებას ქმნიდა - ქიაროსთამი "ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ უდიდესი კინორეჟისორი იყო".

XS
SM
MD
LG