Accessibility links

logo-print

უნგრეთში გაიმართება რეფერენდუმი მიგრანტების განაწილების საკითხზე


უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთში 2 ოქტომბერს გაიმართება რეფერენდუმი ევროკავშირში მიგრანტების განაწილების სავალდებულო კვოტებზე. ვარაუდობენ, რომ რეფერენდუმი კიდევ უფრო გაამწვავებს დავას ევროკავშირში მიგრაციით გამოწვეული კრიზისის გარშემო. ორბანი მიეკუთვნება ლიდერებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გეგმას, რომ ევროკავშირის წევრები ვალდებული იყვნენ თავიანთ ტერიტორიაზე მიიღონ გარკვეული რაოდენობის მიგრანტები, რომლებიც გაურბიან ომებს და სიღატაკეს ახლო აღმოსავლეთში, ჩრდილოეთ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში. უნგრეთი ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოა, რომელმაც ბარიერები აღმართა თავის საზღვარზე 2015 წელს მიგრანტების ნაკადის შესაჩერებლად.

XS
SM
MD
LG