Accessibility links

სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს კვლავაც დაეხმარება ზეწოლისათვის წინააღმდეგობის გაწევაში


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო კვლავაც დაეხმარება საქართველოს გარედან მომდინარე ზეწოლისათვის წინააღმდეგობის გაწევაში. სტოლტენბერგი ამ საკითხს შეეხო ბრიუსელში 4 ივლისს გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელიც წინ უსწრებდა ნატოს ვარშავის სამიტს. „ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვააქტიურებთ საქართველოს მხარდაჭერას და რატომაც ვუწევთ მას მხარდაჭერას - პოლიტიკურ მხარდაჭერას, პრაქტიკულ მხარდაჭერას, რატომაც გავხსენით საწვრთნელი ცენტრი და რატომაც ვანვითარებთ თანამშრომლობას სხვა მიმართულებებით - არის ის, რომ საქართველოს დავეხმაროთ, გაზარდოს საკუთარი გამძლეობა, უნარი, თავი გაართვას გარედან მომდინარე ზეწოლას და ჩვენ კვლავაც დავეხმარებით მას, ამ ზეწოლისათვის წინააღმდეგობის გაწევაში“, განაცხადა სტოლტენბერგმა. მისივე თქმით, ალიანსი ოთხ ძლიერ მრავალეროვან ბატალიონს განათავსებს ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში და გადაწყეტილებების მიღებისას ნატო მიზნად ისახავს მოკავშირეების დაცვას და არა ევროპაში დაძაბულობის გაზრდას. ვარშავაში 8-9 ივლისს გაიმართება ნატოს სამიტი.

XS
SM
MD
LG