Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დასრულდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე სესია


თბილისში დასრულდა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე, საიუბილეო სესია. დღევანდელ დასკვნით სხდომაზე ასამბლეის პრეზიდენტად აირჩიეს ავსტრიის პარლამენტის წევრი კრისტინე მუტონენი, რომელიც დღემდე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი იყო. მისი კონკურენტები იყვნენ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტები, საქართველოსა და საფრანგეთის პარლამენტების წევრები, გიგი წერეთელი და ალენ ნერი. კენჭისყრის პირველ ტურში მუტონენმა 91 ხმა მიიღო, წერეთელმა 85 და ნერიმ 26. მეორე ტურში გასულ კრისტინე მუტონენს მხარი დაუჭირა 86-მა დელეგატმა, გიგი წერეთელს კი 73-მა. კრისტინე მუტონენი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს

XS
SM
MD
LG