Accessibility links

logo-print

ფრანგი პარლამენტარები საჭიროდ მიიჩნევენ უშიშროების სამსახურების რეფორმას


საფრანგეთის პარლამენტის წევრები საჭიროდ მიიჩნევენ უშიშროების სამსახურების ძირეულ რეფორმას საერთაშორისო ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხესთან გასამკლავებლად. პარლამენტარების რეკომენდაცია ითვალისწინებს საფრანგეთის უშიშროების რამდენიმე სამსახურის გაერთიანებას ერთიან, „ეროვნულ ანტიტერორისტულ სააგენტოდ“. ამ რეკომენდაციით დასრულდა საგანგებო საპარლამენტო კომისიის გამოძიება, რომელიც დაიწყო მას შემდეგ, რაც შარშან პარიზში ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა კოორდინირებული იერიშების შედეგად დახოცეს 130 ადამიანი. საერთაშორისო ტერორიზმის საფრთხის წინაში უფრო ამბიციურები უნდა ვიყოთ (...) უშიშროების ზომების თვალსაზრისითო, განაცხადა საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, ჯორჯ ფენეშმა.

XS
SM
MD
LG