Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი შესაძლებლად მიიჩნევს ზომებს ბალტიის საჰაერო სივრცეში „ნდობის აღსადგენად“


რუსეთის უშიშროების საბჭომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელმძღვანელობით იმსჯელა შესაძლო ზომებზე ბალტიის საჰაერო სირვცეში „ნდობის აღსადგენად“, ისევე როგორც სირიაში შექმნილ ვითარებაზე და ნატოს მოახლოებულ სამიტთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამის შესახებ განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ბალტიის რეგიონის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების ზომებზე მსჯელობა მოჰყვა ამავე საკითხზე პუტინის საუბარს ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოსთან. დასავლეთის მთავრობები რუს სამხედროებს აკრიტიკებენ, მათი შეფასებით, დიდი საფრთხის გამო, რომელიც იქმნება ბალტიის საჰაერო სივრცეში და სხვა რეგიონებში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების საჰაერო მანევრების შედეგად, ამ მანევრების ნატოს თვითმფრინავებთან და სამგზავრო ავიალაინერებთან სიახლოვის გამო. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში დაძაბულობა მწვავდება მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2014 წლის მარტში ყირიმის ანექსია მოახდინა. რუსეთიც და ნატოც აპირებენ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს სამხედრო კონტინგენტების გაზრდას. ვარშავაში ნატოს 8-9 ივლისის სამიტის შემდეგ, 13 ივლისს გაიმართება ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

XS
SM
MD
LG