Accessibility links

logo-print

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის“


„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ‘პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის’ შეიქმნა ერთი იდეის ირგვლივ - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა ქალი და გოგონა დაუბრკოლებლად, სხვებთან თანაბრად უნდა სარგებლობდეს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებითა და პიროვნების დამოუკიდებლობით, წინსვლის, განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობით“, ნათქვამია პლატფორმის დამფუძნებელთა პრესრელიზში. დღევანდელ „გენდერულ ამბებში“ პლატფორმის დამფუძნებლები საუბრობენ იმაზე, თუ რა იდეის ირგვლივ შეიკრიბა ოცამდე აქტივისტი და რატომ უნდა ილაპარაკონ ქალებმა თავიანთ უფლებებზე. გადაცემის სტუმრები: ნინო ბაიდაური, ოლგა კალინა, თამარ ლაფერაძე. გადაცემას ნინო ხარაძე უძღვება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG