Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანელი კონსერვატორები ახალ ლიდერს ირჩევენ


ბრიტანეთის მმართველი კონსერვატორების წარმომადგენელმა პარლამნეტარებმა დაიწყეს პროცესი ახალი ლიდერის ასარჩევად. მან პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის პოსტზე უნდა შეცვალოს დევიდ კამერონი და სავარაუდოდ, გაუძღვეს ბრიტანეთის მოლაპარაკებას ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის საკითხზე. ხუთ კანდიდატს შორის, რომელიც კონსერვატორების ლიდერობისათვის იბრძვის, ბევრი მიიჩნევს ფავორიტებად ორ ქალს: შინაგან საქმეთა მინისტრ ტერეზა მეის და კაბინეტის წევრ ანდრეა ლიდსომს. ბრიტანელი კონსერვატორი პარლამენტარების მონაწილეობით დაიწყო კენჭისყრა, რომელიც შესაძლოა მთელი კვირა გაგრძელდეს, ვიდრე პარლამენტარები ორ კანდიდატს დაასახელებენ. ამის შემდეგ არჩევნების პროცესში ჩაერთვება კონსერვატიული პარტიის 150 ათასამდე წევრი. 23 ივნისს რეფერენდუმის შედეგად ევროკავშირიდან ბრიტანეთის მხარდაჭერის გამო დევიდ კამერონი, რომელიც ბლოკში დარჩენას ემხრობოდა, იძულებულია გადადგეს. ის აცხადებს, რომ ამას წელს ოქტომბრამდე გააკეთებს.

XS
SM
MD
LG