Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აღმოსავლეთ უკრაინაში სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში დაიღუპა სამი და დაიჭრა 13 სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ იუწყება უკრაინის პრეზიდენტის ადმინიტრაცია. მისი ინფორმაციით, სეპარატისტებმა წუხელ 60-ზე უფრო მეტჯერ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, როცა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს მთავრობის ჯარების პოზიციებს. თავის მხრივ, თვითგამოცხადებულ „დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში“ უკრაინის მხარეს ადანაშაულებენ ცეცხლის 400-ზე მეტჯერ გახსნაში. გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ უკრაინაში 2014 წლის გაზაფხულზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულია 9000-ზე მეტი ადამიანი, დაჭრილია 20 ათასამდე კაცი. კიევი და დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებენ სეპარატისტების დახმარებაში, რასაც მოსკოვი უარყოფს.

XS
SM
MD
LG