Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარები აცხადებენ, რომ დროებით და ცალმხრივი წესით წყვეტენ ბრძოლას


სირიის ჯარებმა გამოაცხადეს, რომ ცალმხრივი წესით სამი დღით წყვეტენ ბრძოლას. ცალხმრივი ზავი 6 ივლისს ადგილობრივი დროით 13 საათზე შედის ძალაში და 8 ივლისის შუაღამემდე გაგრძელდება. ამის შესახებ ადგილობრივი და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან. განცხადების ფონია მუსლიმების ზეიმი წმინდა თვე რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით. სირიის ჯარების განცხადებაში არ ამბობენ, სად იქნა შეჩერებული საბრძოლო მოქმედებები. აშშ-ის და რუსეთის შუამავლობის შედეგად სირიაში წელს თებერვალში ამოქმედდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, თუმცა მან დიდხანს ვერ გაძლო. 4,5 წლის წინ დაწყებული კონფლიქტის შედეგად სირიაში 250 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 11 მილიონი იქცა ადგილნაცვალ პირად. შეერთებული შტატები და თურქეთი მხარს უჭერენ ოპოზიციას, რომელიც სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დასამხობად იბრძვის მაშინ, როცა ასადის მოკავშირე რუსეთი საჰაერო იერიშებს ახორციელებს პრეზიდენტის დასახმარებლად.

XS
SM
MD
LG