Accessibility links

ჯონ კერი საქართველოს მთავარობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი. 14 საათზე მთავრობის ადმინისტრაციაში დაიწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის პირისპირ შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ გაიმართება ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია. მას გიორგი კვირიკაშვილი და ჯონ კერი უხელმძღვანელებენ. მხარეები ხელს მოაწერენ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს. 15 საათსა და 30 წუთზე დანიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ერთობლივი ბრიფინგი. თბილისში ვიზიტისას ჯონ კერი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს, პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს და საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ოფიციალური ვიზიტი 7 ივლისს დასრულდება.

XS
SM
MD
LG