Accessibility links

logo-print

ბრიტანეთში საგამოძიებო კომისიამ წარმოადგინა დასკვნა ერაყში სამხედრო ინტერვენციის შესახებ


ბრიტანეთში საგანგებო კომისიის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ერაყში 2003 წლის სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა ისე, რომ არ იყო ამოწურული პრობლემის მოგვარების მშვიდობიანი გზები. გამოძიება შვიდი წელი გაგრძელდა და ჩატარდა ბრიტანეთის მთავრობის დავალებით იმ გარემოებების და „გაკვეთილების“ შესასწავლად, რომლებიც ერაყში ინტერვენციას უკავშირდებოდა. როგორც კომისიამ დაადგინა, ბრიტანეთის ხელმძღვანელობა ერაყის ომში ჩაება ისე, რომ ამოწურული არ იყო განიარაღების მშვიდობიანი გზები და, ამასთან, ინტერვენცია ეფუძნებოდა დაზვერვის ნაწილობრივ არასწორ ინფორმაციას და „სრულიად არაადეკვატურად“ იყო დაგეგმილი. საგამოძიებო კომისიის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში კრიტიკულად არის შეფასებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის მოქმედება. ბლერი მხარში ამოუდგა შეერთებულ შტატებს ინტერვენციის დროს ერაყის ლიდერის, სადამ ჰუსეინის მმართველობის დასამხობად საფრთხის გამო, რომელიც თითქოსდა მასობრივი განადგურების იარაღის გამო მომდინარეობდა. ბრიტანეთში კომისიამ, რომელსაც ყოფილი საჯარო მოხელე, ჯონ ჩილკოტი ხელმძღვანელობს, გამოძიების მსვლელობაში 150 მოწმეს მოუსმინა და 150 ათასამდე დოკუმენტი გააანალიზა.

XS
SM
MD
LG