Accessibility links

logo-print

ხმელთაშუა ზღვაში ერთ დღეში 4500-მდე მიგრანტი გადაარჩინეს


იტალიის სანაპირო დაცვის ცნობით, 5 ივლისს ხმელთაშუა ზღვაში გადაარჩინეს 4500-მდე მიგრანტი, რომელიც რეზინისა და ხის ნავებით ცდილობდა ევროპაში ჩაღწევას. ერთი დღისთვის ეს განსაკუთრებით დიდი რიცხვია. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, აქამდე მიმდინარე წელს 67 ათასამდე მიგრანტი იყო ჩასული იტალიაში - უმეტესწილად, ლიბიიდან. ეს მაჩვენებელი ევროპაში ხმელთაშუა ზღვის გავლით 2015 წელს ჩასული მიგრანტების რაოდენობაზე ცოტა ნაკლებია, თუმცა იმატა დაღუპულების რიცხვმა. გაეროს ინფორმაციით, რომელიც გასულ თვეში გავრცელდა, 2014 წლის შემდეგ 10 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროპაში ჩასვლის მცდელობისას.

XS
SM
MD
LG