Accessibility links

logo-print

ლიონელ მესის პირობითი სასჯელი შეუფარდეს გადასახადებისათვის თავის არიდების გამო


ესპანეთში სასამართლომ 21 თვით პატიმრობა მიუსაჯა ფეხბურთის ვარსკვლავს, არგენტინელ ლიონელ მესის და მამამისს გადასახადებისათვის თავის არიდების გამო. მაგრამ მესის არ მოუწევს ციხეში ყოფნა - პირები, რომლებსაც ორ წლამდე პატიმრობა ეფარდებათ არაძალადობრივი დანაშაულისათვის, ჩვეულებრივ, პირობით სასჯელს იხდიან. ამასთან, 29 წლის ფეხბურთელს და მამამისს, ხორხე ორასიო მესის 3,7 მილიონი ევროს ჯარიმა შეეფარდათ. სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო გადასახადებისათვის თავის არიდებაში, რის შედეგადაც სახელმწიფომ 4 მილიონამდე ევრო დაკარგა 2007-2009 წლებში. ლიონელ მესი ესპანეთში, ბარსელონის საფეხბურთო კლუბში თამაშობს და აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად.

XS
SM
MD
LG