Accessibility links

logo-print

გალის შეხვედრაზე თბილისის დელეგაციამ მოითხოვა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემა


ოკუპირებულ გალში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრა. თბილისის დელეგაციამ აფხაზური მხარისგან კვლავ მოითხოვა 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მშვიდობიანი მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის გადაცემა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს აგრეთვე ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვის ფაქტებზე. ოთხწლიანი წყვეტის შემდეგ, 6 ივლისს გალში მეორედ შეიკრიბნენ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი ჯგუფები. წინა, 27 მაისის შეხვედრაზე საუბრის თემა იყო სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან გიგა ოთხოზორიას მკვლელობა. სწორედ ეს გახდა შეწყვეტილი დიალოგის დაჩქარების მიზეზი.

XS
SM
MD
LG