Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ მომავალ წლამდე 8400-ს ჯარისკაცს დატოვებს ავღანეთში


აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას განცხადებით, აშშ 8400-ს ჯარისკაცს დატოვებს ავღანეთში მომავალ წელს ობამას პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე, რაც ნიშნავს, რომ შეერთებული შტატები შეანელებს ავღანეთიდან სამხედროების გაყვანის ტემპს. ობამას პრეზიდენტობის ვადა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოიწურება. გეგმით, წლის ბოლომდე ავღანეთში 5 500 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე უნდა დარჩენილიყო. მაგრამ 6 ივლისს ობამამ ვაშინგტონში განაცხადა, რომ ავღანეთში ვითარება კვლავინდებურად მძიმეა და თალიბანი საფრთხეს ქმნის მაშინ, როცა ავღანეთის უშიშროების ძალები ჯერ არ არიან საკმარისად მომზადებული.

XS
SM
MD
LG