Accessibility links

logo-print

დასრულდა ჯონ კერის ვიზიტი საქართველოში


საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ. დღეს დილით ის თბილისში შეხვდა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს, აგრეთვე პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს. კერი საქართველოს 6 ივლისს ეწვია და შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. გუშინვე თბილისში გაიმართა საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესია. მისი დასრულების შემდეგ კვირიკაშვილმა და კერიმ ხელი მოაწერეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავებისა და განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი თბილისიდან კიევში გაემგზავრა, რის შემდეგაც დაგეგმილია მისი სტუმრობა ვარშავაში, სადაც 8-9 ივლისს გაიმართება ნატოს სამიტი.

XS
SM
MD
LG