Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელის შეფასებით, უკრაინაში რუსეთის მოქმედება ძირს უთხრის ურთიერთნდობას


გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის შეფასებით, უკრიანაში რუსეთის მოქმედება ძირს უთხრის ნდობას დასავლეთთან ურთიერთობაში და შეშფოთებას იწვევს ნატოს აღმოსავლეთევროპელ წევრებში. „როცა სამართლისა და საზღვრების ხელშეუხებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განცხადებები და მოქმედებები - ამის შედეგად რასაკვირველია, ნდობა იკარგება. ეს კი დაუცველობის გრძნობას იწვევს განსაკუთრებით ჩვენს აღმოსავლელ მოკავშირეებში. მათ სჭირდებათ საპასუხო ზომებით მტკიცე მხარდაჭერა ალიანსისაგან“, განაცხადა მერკელმა დღეს, გერმანიის პარლამენტში გამოსვლისას. მისი გამოსვლა წინ უსწრებს ნატოს 8-9 ივლისის სამიტს ვარშავაში, სადაც დღის წესრიგის მთავარ თემებს შორის იქნება მოსკოვის პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში. მერკელმა აღნიშნა, რომ დასავლეთმა ამავე დროს აუცილებლად უნდა გააგრძელოს დიალოგი რუსეთთან. ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლები ვარშავის სამიტის შემდეგ რამედნიმე დღეში, 13 ივლისს გამართავენ შეხვედრას ბრიუსელში. ნატო-რუსეთის საბჭოს ბოლო შეხვედრა აპრილში გაიმართა და, როგორც იუწყებოდნენ, უკრაინისა და სხვა თემების შესახებ აზრთა მკვეთრი სხვაობით დასრულდა.

XS
SM
MD
LG