Accessibility links

logo-print

ქაბული მიესალმა აშშ-ის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შენელებაზე


ავღანეთის პრეზიდენტი აშრაფ ღანი დადებითად აფასებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის შენელების შესახებ. 7 ივლისს გავრცელებულ განცხადებაში, ღანი საუბრობს „შეერთებული შტატების, როგორც ძლიერი და სანდო პარტნიორის როლის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ტერორის წინააღმდეგ ომში“. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 6 ივლისს გამოაცხადა, რომ შეერთებული შტატები მომავალ წელს მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე ავღანეთში დატოვებს 8400-ს ჯარისკაცს. აქამდე გათვალისწინებული იყო სულ 5500 სამხედრო მოსამსახურის დატოვება 2016 წლის ბოლომდე. მაგრამ ობამას განცხადებით, ავღანეთში უსაფრთხოების მხრივ კვლავაც მძიმე მდგომარეობაა და თალიბანი საფრთხედ რჩება. ობამას განმარტებით, არ შეიცვლება ამერიკელი სამხედროების მისია: ავღანელი პოლიციელებისა და ჯარისკაცების წვრთნა და კონსულტირება, ისევე როგორც ანტიტერორისტული ოპერაციების მხარდაჭერა.

XS
SM
MD
LG