Accessibility links

logo-print

ლიბიაში 10-ზე მეტი ჯარისკაცი შეიწირა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ


ლიბიაში, სულ ცოტა, 11 ჯარისკაცი დაიღუპა დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო 6 ივლისის საღამოს დასავლეთში მდებარე ბენღაზიში, რომელიც ლიბიის სიდიდით მეორე ქალაქია. ადგილობრივი მედია არმიის წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავდასხმა მიმართული იყო ქვეითთა ბატალიონის შტაბ-ბინის წინააღმდეგ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ის ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“ მოაწყო.

XS
SM
MD
LG