Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ნატოს სამიტზე გაემგზავრა


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გაემგზავრა ვარშავაში, სადაც 8 ივლისს გაიხსნება ნატოს სამიტი. ”ჩვენი მთავარი ამოცანაა ერთი მხრივ, რაც შეიძლება მეტად დავუახლოვოთ ქვეყანა ევროატლანტიკურ სივრცეს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის არის, რომ ვარშავიდან საქართველო ჩამოვიდეს თავდაცვისუნარიანობის უფრო მეტი საშუალებებით, მეტად დაცული და უფრო მეტი ინსტრუმენტით, რომელიც ქვეყანას დაიცავს ცაშიც, ზღვაზეც და ხმელეთზეც და შეიარაღებულ ძალებს მისცემს შეკავების, გამძლეობისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების მეტ შესაძლებლობას” - განაცხადა ვარშავაში გამგზავრების წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა.

XS
SM
MD
LG