Accessibility links

logo-print

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას


ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას და შესწორებების გარეშე მიიღეს წარმოდგენილი დოკუმენტი. სამინისტროს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მხარს უჭერს შესაბამისი პროცედურების დროულად დასრულებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დღევანდელ გადაწყვეტილებას და იმედი გამოთქვა, რომ სავიზო ლიბერალიზაციის საკითხს უახლოეს ხანში უყრის კენჭს სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საკითხთა კომიტეტიც.

XS
SM
MD
LG