Accessibility links

logo-print

კიევში მოსკოვის გამზირს სტეპან ბანდერას სახელი მიენიჭა


კიევის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მოსკოვის გამზირს ამიერიდან უკრაინელი ნაციონალისტის, სტეპან ბანდერას გამზირი ეწოდება. ამის შესახებ სოციალური ქსელით იუწყება საკრებულოს წევრი იური სიროტიუკი. მისი ინფორმაციით, მოსკოვის გამზირისათვის სახელის შეცვლას მიემხრო 87 დეპუტატი სხდომაზე მყოფი სულ 97-დან. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კიდევ რამდენიმე ქუჩის სახელწოდების შეცვლას. მათ შორის არის კუტუზოვის ქუჩა, რომელსაც გენერალ ალექსეი ალმაზოვის ქუჩა დაარქვეს. ალმაზოვი 1918 წლიდან იბრძოდა უკრაინის სახალხო რესპუბლიკის მხარეს და მონაწილეობდა ყირიმის ოპერაციაში.

XS
SM
MD
LG