Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა ხელი მოაწერა სადავო „ანტიტერორისტულ პაკეტს“


რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა „ანტიტერორისტულ პაკეტს“ - სადავო კანონებს, რომლებიც ამკაცრებს კანონმდებლობას და, ოპონენტების შეფასებით, ანტიკონსტიტუციურია. კანონებისა და შესწორებების პაკეტი ითვალისწინებს ექსტრემიზმისა და ტერორიზმისათვის სასჯელის გამკაცრებას და ინდივიდების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას, თუ ისინი, ზოგი დანაშაულის შემთხვევაში, მის შესახებ არ შეატყობინებენ სამართალდამცველებს. ახალი კანონები ამავე დროს მოქალაქეების თვალთვალის დამატებით ბერკეტებს აძლევს მთავრობას. ოპოზიციონერი აქტივისტები და უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ახალი კანონები „იმდენად არ უწყობს ხელს ტერორიზმთან ბრძოლას, რამდენადაც ზღუდავს მოქალაქეების უფლებებსა და თავისუფლებებს“.

XS
SM
MD
LG