Accessibility links

logo-print

ბაღდადში 281-მდე გაიზარდა 3 ივლისის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი


ბაღდადში ჯერ კიდევ იზრდება 3 ივლისის ძლიერი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი, რადგან აფეთქების ადგილას დაღუპულებს პოულობენ. ერაყის ჯანდაცვის სამინისტრომ 7 ივლისს გაავრცელა ცნობა, რომ ბოლო მონაცემებით, აფეთქებამ 281 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთი დღით ადრე 250 დაღუპულზე იუწყებოდნენ. აფეთქება, რომელიც ბაღდადის, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ უბანში მოეწყო, ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმაა ერაყში 2003 წელს შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ინტერვენციის შემდეგ. აფეთქებაზე პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურმა სახელმწიფომ“, რომელიც დიდ ტერიტორიას აკონტროლებს ერაყსა და მეზობელ სირიაში.

XS
SM
MD
LG