Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შიიტთა სალოცავზე "ისლამური სახელმწიფოს" თავდასხმას 35 ადამიანი ემსხვერპლა


ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ნაღმები დაუშინეს ხალხით სავსე სალოცავს ბაღდადის ჩრდილოეთში. არეულობისას სამი, სამხედრო ფორმაში გადაცმული თვითმკვლელი შევიდა შენობაში და თავი აიფეთქა. ერაყის მთავრობის მიერ გავრცელებული ცნობით, ინციდენტი მოხდა 7 ივლისს. სულ მცირე, 35 ადამიანი დაიხოცა და 40 დაშავდა. ეს თავდასხმა მოჰყვა რამდენი დღის წინ მომხდარ ტერორისტულ აქტს ბაღდადის ცენტრში, სადაც 292 ადამიანი დაიღუპა, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 200-ია. ბოლო თავდასხმა მოხდა ბალადში, ბაღდადიდან 65 კილომეტრში, საიდ მუჰამად ბინ ალი ალ-ჰადის მავზოლეუმთან. იქ შეკრებილი ხალხი რამადანის თვის დასრულებას, ეიდ ალ-ფიტრს აღნიშნავდნენ. ინციდენტის დროს 20-მდე შეიარაღებულმა პირმა დაიკავა არეალი და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევდა პოლიციის ძალებს, რომელსაც მოგვიანებით სახალხო მობილიზაციის რაზმი, არარეგულარული შენაერთი, წამოეხმარა. ხელისუფლების თანახმად, შეტაკებისას თავდამსხმელთაგან სამი მოკლულ იქნა. პასუხიმგებლობა თავდასხმისთვის იკისრა "ისლამურმა სახელმწიფომ".

XS
SM
MD
LG