Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში ხუთი პოლიციელი მოკლეს, ათასობით ადამიანი გამოთქვამს პროტესტს შავკანიანების დახოცვის გამო


ხუთი პოლიციელი მოკლეს და რამდენიმე დაჭრეს სნაიპერის ტყვიით აშშ-ის ქალაქ დალასში საპროტესტო გამოსვლებისას სროლის შედეგად. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამდნენ ლუიზიანისა და მინესოტის შტატების პოლიციელთა მიერ, დაკავებისას, ორი აფროამერიკელის მკვლელობის გამო. დალასის პოლიციის ინფორმაციით, აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს, სავარაუდოდ, სნაიპერის შაშხანებიდან. დალასის პოლიციის უფროსის დევიდ ბრაუნის განცხადებით, დაკავებულია სამი ეჭვმიტანილი, კიდევ ერთის დასაკავებლად კი ოპერაცია გრძელდება. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ კვირაში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა პოლიციელების მიერ ორი აფროამერიკელის მკვლელობის ამსახველი ვიდეოკადრები. ამ ჩანაწერების თანახმად, მინესოტის შტატში პოლიციელებმა მიწაზე მწოლიარე აფროამერიკელს, ფილანდო კასტაილას ესროლეს, ლუიზიანაში კი ალტონ სტერლინგს, რომელმაც ხელი ჯიბისკენ წაიღო მას შემდეგ, რაც დოკუმენტის წარმოდგენა მოსთხოვეს. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ პოლიციელთა მიერ აფროამერიკელების მკვლელობის გახშირება ყველა ამერიკელის პრობლემაა, რომელიც საერთო ძალებით უნდა მოგვარდეს.

XS
SM
MD
LG